Wednesday, July 14, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელი–Twelve Flowers of the Year(წელიწადის თორმეტი ყვავილი).

პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით– მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას მოცემულ ყვავილებზე,თუ სად ბინადრობენ,რომელ თვეში ჩნდებიან,რა განსაკუთრებული თვისებებით სარგებლობენ।

პროექტის სრული აღწერა– მოსწავლეები დაყოფილი არიან 4–ჯგუფად।

1–ჯგუფი მუშაობს შემდეგ ყვავილებზე:SNOWDROP,PRIMROSE,DAFFODIL–თეთრყვავილა–ენძელა,ფურისულა,ყვითელი ნარგიზა।(ზამთრის ყვავილები)

2–ჯგუფი–DAISIES,HAWTHORN,HONEYSUCKLE-ზიზილა,კუნელი,ცხატყავა–წერწა(გაზაფხულის ყვავილები)

3–ჯგუფი–WATER LILY,POPPY,MORNING GLORY-დუმფარა,ყაყაჩო,ხვართქვალა(ზაფხულის ყვავილები)।

4–ჯგუფი–HOP,CRYSANTHEMUM,HOLLY-სვია,ქრიზანთემი,ბაძგი–ჭყორი(შემოდგომის ყვავილები)।

ჯგუფებს ჰყავთ არჩეული ლიდერი,რომლებიც დრო და დრო ახსენებს მასწავლებელს სამუშაოს რომელ ეტაპზე იმყოფებიან.ისინი იძიებენ ინფორმაციას ენციკლოპედიაში ,ინტერნეტში და იღებენ ინფორმაციას საუბრებით მეზობლებთან,ნათესავებთან,მეგობრების ნათესავებთან,რომლებიც სარგებლობენ ისეთი სასარგებლო ინფორმაციით,რომელიც აღწერილი არ სად არ არის.მაგალითად:როგორ შეიძლება მოიყვანო ესა თუ ის ყვავილი,რომელია ყველაზე საუკეთესო პერიოდი საქართველოში,ამ ადგილზე ,დედოფლისწყაროში.

ბავშვები ადგენენ ესტეტიკურად ლამაზ ალბომებს,სადაც არა მარტო სურათებია მოთავსებული,არამედ აღწერილია მათი განსაკუთრებული თვისებები ,მაგალითად აქვთ თუ არა ამ მცენარეებს სამკურნალო თვისებები.

მოსწავლეთა ასაკი– 12–13 წელი

ვადები/ხანგრძლივობა– 2 კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში– პრეზენტაცია

მოსალოდნელი შედეგი– მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელ შეფასების რუბრიკით,რომელიც წინასწარ იქნება შემუშავებული მათთან ერთად.

სარგებელი სხვებისთვის– ინფორმაციის გაცნობა შეძლებს ყველა დაინტერესებული პირი, როგორც ინგლისურად ისევე ქართულად।

სამუშაო ენა – ინგლისური ენა

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი– გათვალისწინებულია ეროვნულ სასწავლო გეგმის სტანდარტი।

პროექტის ფასილიტატორი–ინგლისური ენის მასწავლებელი რუსუდან ქადაგიშვილი

ფასილიტატორის ელ–ფოსტა: rusudan.grigorian@gmail.com

პროექტის ფორუმი–

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი